5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

The Washington Post-რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლებს პრემიერ ორბანზე თავდასხმის ინსცენირება შესთავაზა

ევროპული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, The Washington Post წერს, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა [SVR] უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლებს პრემიერ ორბანზე თავდასხმის ინსცენირება შესთავაზა.

სტატიის თანახმად, გეგმა მიზნად ისახავდა წინასაარჩევნოდ ორბანის რეიტინგის მატებას, ამომრჩევლის თვალში დამატებით სიმპათიასა და შესაბამისად, დამატებით ხმებს.

გამოცემის ინფორმაციით, გასულ თვეში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა “განგაში ატეხა” მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ორბანისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერის მკვეთრი ვარდნის გამო.

,,რუსი ოპერატიული მუშაკების შიდა ანგარიშში, რომელიც ევროპულმა სადაზვერვო სამსახურმა მოიპოვა, საუბარი იყო ისეთი სტრატეგიის განხორციელების აუცილებლობაზე, რომელსაც შეეძლო „ფუნდამენტურად შეეცვალა საარჩევნო კამპანიის მთელი პარადიგმა“ – ორბანზე „თავდასხმის“ ორგანიზება,-ნათქვამია სტატიაში.

„ასეთი ინციდენტი კამპანიის აღქმას რაციონალური, სოციალურ-ეკონომიკური საკითხებიდან გადაიტანს ემოციურ სფეროში, სადაც საკვანძო თემები გახდება სახელმწიფო უსაფრთხოება, სტაბილურობა და პოლიტიკური სისტემის დაცვა“,– ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პოლიტიკური გავლენის ოპერაციების მთავარი ქვედანაყოფისთვის მომზადებულ ანგარიშში, The Washington Post – ის თანახმად.

გამოცემა წერს, რომ ჯერჯერობით ორბანზე ფიზიკური თავდასხმები არ მომხდარა, თუმცა, მოცემული ფაქტები ხაზს უსვამს, რამდენად მაღალ ფსონს დებს რუსეთი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე.

The Washington Post-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ირბანის პრესსპიკერმა ზოლტან კოვაჩმა, არ უპასუხა. კრემლის პრესსპიკერმა პესკოვმა კი დეზინფორმაცია უწოდა.

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება. მმართველ პარტიას „ფიდესს“ [Fidesz] სერიოზულ კონკურენციას უწევს პეტერ მადიარის ოპოზიციური პარტია „ტისა“ [Tisza].

banner
წინა სტატიაშიისრაელის თავდაცვის მინისტრი: მიმდინარე კვირაში ირანის რეჟიმის წინააღმდეგ დარტყმების ინტენსივობა გაიზრდება
შემდეგი სტატიაილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას ინგლისის ეკლესიის მღვდელმთავარი დაესწრება