8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

The Washington Post: პენტაგონი ჩინეთისა და სხვა კონკურენტების წინააღმდეგ ფარული სადაზვერვო პროგრამის გაძლიერებას გეგმავს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ჩინეთისა და სხვა გეოპოლიტიკური კონკურენტების წინააღმდეგ ეკონომიკური ბრძოლის ფარგლებში ფარული სადაზვერვო პროგრამის განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ The Washington Post ექვს წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ახალი პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის სადაზვერვო ოპერატორების მოქმედებას ბიზნესმენებისა და კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლების საფარქვეშ, ისე, რომ მათი კავშირი აშშ-ის მთავრობასთან აშკარა არ იყოს.

წყაროების ცნობით, პროგრამა პენტაგონის ეკონომიკური ბრძოლის უფრო ფართო სტრატეგიის ფარული კომპონენტი იქნება.

ინიციატივას ტომ რაკუსანი ხელმძღვანელობს, რომელიც ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში (CIA) 39 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამჟამად ის აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, სტივ ფაინბერგის, უფროსი მრჩეველია.

პროგრამა ე.წ. არაოფიციალური საფარით მოქმედი სადაზვერვო ოფიცრების (NOC) გამოყენებას ითვალისწინებს. გამოცემის წყაროებმა ვინაობის გამხელა არ ისურვეს, რადგან ინიციატივა სენსიტიურ საკითხებს უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშიკობახიძის გადაწყვეტილება რუსეთთან ურთიერთობებზე — დიპლომატთა საზოგადოება შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს
შემდეგი სტატიაპრო­კუ­რა­ტუ­რამ სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტის, სა­ბო­ტა­ჟის ბრალ­დე­ბით “ასა­ვალ-და­სა­ვა­ლის“ ჟურ­ნა­ლის­ტი დიტო ჩუ­ბი­ნი­ძე და­ა­კა­ვა