The Washington Post: კოსოვოში მომხდარი გატაცების შემდეგ ყველა ქვეყნის მთავრობა ფრთხილად უნდა იყოს

აშშ-ში დაფუძნებული ანალიტიკური ორგანიზაცია Freedom House-ის წარმომადგენელი ნატე სენკანი, თურქეთის მთავრობის მიერ ოპოზიციურად განწყობილი ექვსი თურქეთის მოქალაქის კოსოვოდან გატაცებასა და მათი დაპატიმრების შესახებ The Washington Post-ში სტატიას ავრცელებს.
ნატე სენკანის მიერ გატაცების შესახებ გამოქვეყნებული სტატიის მოკლე მიმოხილვა ასეთია:
″ხუთშაბათს დილით, კოსოვოდან მოულოდნელად თურქეთი ექვსი მოქალაქე გაქრა. იმავე დღეს, თურქულმა საინფორმაციო სააგენტომ ″ანადოლუმ″ ამ ექვსი ადამიანის თურქეთის დროშის გვერდით გადაღებული ფოტოსურათი გამოაქვეყნა. ფოტოს გადაღების ადგილი გაურკვეველი იყო. ფოტოებთან ერთად გავრცელებულ ინფორმაციით, აღნიშნული პირები გიულენის მოძრაობის ძალიან მაღალი დონის წარმომადგენლები იყვნენ. სააგენტო ასევე იტყობინებოდა, რომ ეს ადამიანები თურქეთის ეროვნული დაზვერვის (MIT) და კოსოვოს დაზვერვის სამსახურსი ერთობლივი ძალისხმევით დააკავეს და კერძო თვითმფრინავით თურქეთში წაიყვანეს.
მაგრამ ისინი სად იყვნენ? მათი დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ორი დღის განმავლობაში ისინი თურქეთში იყვნენ თუ კოსოვოში გაურკვეველი იყო. მაგრამ შაბათ დღეს გაირკვა რომ ისინი თურქეთში იყვნენ გადაყვანილი.
პირველ განცხადებებში თურქეთის და კოსოვოს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ექვსი ადამიანი თურქეთში იყვნენ გადაყვანილი. მაგრამ არც ადვოკატებს მიაწოდეს ინფორმაცია, არც ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათი ადგილმდებარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ კოსოვოში მყოფ ოჯახის არანაირი ინფორმაცია არ მიაწოდეს. ამ მდგომარეობამ, ჭორები გააძლიერა იმის შესახებ, რომ შესაძოლა ეს ადამიანები ჯერ კიდევ კოსოვოში, შესაძლოა თურქეთის საკონსულოში ანდა პრიშტინას აეროპორტში ყოფილიყვნენ. აშკარა იყო ის რომ ამ ადამიანების უფლებები დაირღვა. ისინი ისე დააკავეს რომ ადვოკატებთან დაკავშირების უფლებაც კი არ მისცეს. მათ ასევე დაკავების და დეპორტაციის მიზეზების გასაჩივრების უფლებაც არ მისცეს. და ისეთ ქვეყანის ციხეში გადაიყვანეს, სადაც მთავრობის მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე არასათანადო მოპყრობა და წამება ციხეებში ხშირია.
ბოლო დროს თურქეთმა, საზღვარგარეთ მყოფი ოპონენტები არაერთხელ უკანონოდ აიღო მიზანში. მედიის ანგარიშები იმაზე მიუთითებს, რომ სამ კონტინეტნზე სულ ცოტა 15 ქვეყანაში თურქეთის მიერ განხორციელებული ზეწოლა დაპატიმრებით ან და დეპორტაციით დასრულდა. თურქეთის მოქალაქეებმა, ხუთ ქვეყანაში თავშესაფარი მოითხოვეს მაგრამ მოთხოვნის განხილვის გარეშე საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით მათი თურქეთში დეპორტაცია მოხდა. მინიმუმ სამ ქვეყანაში თურქეთის დაზვერვის სამსახურმა, უკანონო სპეცოპერაციები ჩაატარა და მიზანში მყოფი ადამიანები დააკავა და სამშობლოში დააბრუნა. გიულენის მიმდევრების გასატაცებლად თურქეთის დაზვერვის სამსახურში სპეციალური ერთეულის შექმნის შესახებ თურქული მედია უფრო ადრე წერდა.
თურქეთის მოკავშირეები, კიდევ ერთხელ იმის მოწმენი ხდებიან, თუ როგორ პატივს სცემს ანკარა ორმხრივ ურთიერთობებს. თურქეთი, როგორც გერმანიის და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ მოიქცა, მოკავშირეების მოქალაქეების მძევლად აყვანის პრაქტიკა ისედაც საკმარისად ცუდი იყო. ანკარა ახლა მეგობარი ქვეყნიდან საკუთარი მოქალაქეების გატაცების საკითხში რამდენად მონდომებულია ამას ავლენს.
პრიშტინას ინციდენტმა ნათლად აჩვენა, რომ თურქეთი, მსოფლიოს მასშტაბით ათეულობით ქვეყანაში მყოფი თურქი ოპონენტების მიმართ გლობალურ წმენდას აწარმოებს. ანკარა ასობით, ათასობით მეცნიერის, ქურთი აქტივისტის, ჟურნალისტის და გიულენის მოძრაობის წევრების, ″დახმარება-წაქეზების″ კრიტერიუმით როგორც თურქეთში, ისე საზღვარგარეთ ″ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის″ ოპერაციებს ატარებს. თურქეთის სადაზვერვო სამსახურის მიერ ბევრ ქვეყანაში გატაცების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებმა თურქეთის მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიცემის ნება სურვილი უფრო მეტად უნდა გამოიჩინონ. გარდა ამისა, თურქეთის მთავრობის მიერ დაკავების ან ექსტრადაციის შესახებ მოთხოვნას უფრო მეტად ეჭვით უნდა შეხედონ″, – ნათქვამია The Washington Post-ში გამოკვეყნებულ სტატიაში.
ნატე სენკანი სტატიაში ასევე, კოსოვოს სპეცოპერაციის შესახებ ერდოღანის ნათქვამსაც იხსენებს, ″სადაც არ უნდა იყვნენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ მათ დავიჭერთ და აქ ჩამოვიყვანთ. აქ კი პასუხს მოვთხოვთ″ და სტატიას შემდეგი სიტყვებით ასრულებს, ″როგორც ჩანს, თურქეთი მზად არის, ამის გასაკეთებლად საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვიოს. ყველა იმ ქვეყანამ, სადაც თურქეთის მოქალაქეები თავშესაფარს ითხოვენ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს″.

banner
წინა სტატიაშიტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატიასახელმწიფოს არ აქვს შესაძლებლობა გაუმკლავდეს იმ საფრთხეებს, რომელზეც სუს-ის ანგარიშშია საუბარი – სალომე სამადაშვილი