11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

The Washington Post – ირანთან მოლაპარაკებებზე აშშ დაკავებული ამერიკელების გათავისუფლებას მოითხოვს

The Washintonpost წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ  ირანთან მოლაპარაკებებზე აშშ დაკავებული ამერიკელების გათავისუფლებას მოითხოვს. 

წყაროების ცნობით, ეს მოთხოვნა შეიძლება გადაიდოს თუ მოლაპარაკებები კარგად არ წარიმართება.

ცნობისთვის, აშშ-ისა და ირანის დელეგაციები ერთმანეთს პაკისტანში ხვდებიან მოლაპარაკებებისთვის, მას შემდეგ, რაც კვირის დასაწყისში ორი კვირით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. თუმცა, ვითარება ისრაელსა და ლიბანს შორის ბრძოლების დაწყების შემდეგ გართულდა.

აქამდე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ირანი გააფრთხილა, რომ „არ ეცადონ ჩვენი მოტყუება“ მოლაპარაკებების დროს.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
შემდეგი სტატია21 აპრილს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ