27.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

The Washington Post: აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ ნეთანიაჰუს ტრამპსა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლა სურს

The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმებების განხორციელებისთვის ხელის შეშლა სურს.

„აშშ-ის მოქმედმა და ყოფილმა მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ სადაზვერვო სააგენტოებმა ადმინისტრაცია გააფრთხილეს: ნეთანიაჰუ დიდი ალბათობით ნაბიჯებს გადადგამს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მცდელობების ჩასაშლელად ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმება მიაღწიოს ირანთან. ისრაელის პრემიერი ინტენსიური პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რომელიც ლიბანში ომის წარმოებას აიძულებს“, – წერს გამოცემა.

დაზვერვის ანგარიშების თანახმად, ისრაელის ხელმძღვანელობა აპირებს ლიბანში „ჰეზბოლას” წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების გაგრძელებას იმისდა მიუხედავად, რომ ამ ქვეყანაში საბრძოლო ქმედებების შეჩერება აშშ-ისა და ირანის შეთანხმებების მნიშვნელოვანი ელემენტია.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, „ჰეზბოლას” წინააღმდეგ დარტყმების ნებისმიერი შეჩერება ან ისრაელის სამხედროების ლიბანიდან გაყვანა მარცხი იქნება ნეთანიაჰუსთვის.

ასევე, აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ ისრაელის ხელისუფლებას არ მოსწონს აშშ-ისა და ირანის მემორანდუმის პირობები, რომელიც არ ითვალისწინებს ირანზე მაქსიმალურ ზეწოლას.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე: ნამდვილად არ მეგონა, თუ გამოჩენილი ექიმის მიმართ ასეთი ულმობელი იქნებოდა ქართული სასამართლო
შემდეგი სტატიალევან გოგიჩაიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა რომ დაიბრუნოს ავტორიტეტი, მან უნდა თქვას, რომ ბოიკოტი იყო შეცდომა