გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Washington Free Beacon ვაშინგტონში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე დაყრდნობით სკანდალურ სტატიას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო, ავტოკრატიული პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, აშშ-ის მოკავშირეობიდან ირანის „კლიენტ სახელმწიფოდ“ გარდაიქმნა. ექსპერტების შეფასებით, თბილისმა დაუშვა შემაშფოთებელი ესკალაცია, როდესაც რუსეთს თეირანში სამხედრო ტვირთების გადასაზიდად საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა.
ვაშინგტონში, „ჰადსონის ინსტიტუტში“ გამართულ საგანგებო დისკუსიაზე ამერიკელმა კანონმდებლებმა აღნიშნეს, რომ „ქართული ოცნების“ ამგვარმა ალიანსმა არა მხოლოდ გააძლიერა მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომში, არამედ მკვეთრად წასწია წინ რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მიერ მართული საერთაშორისო „წინააღმდეგობის ღერძი“.
კონფერენციაზე სიტყვით ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონიც გამოვიდა, რომელმაც მმართველ პარტიას პირდაპირ „ქართული კოშმარი“ უწოდა და ხაზი გაუსვა ევროპის საზღვრებთან მზარდ საფრთხეებს.
















