14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

The Wall Street Journal – ირანმა აშშ-ს ომის დასრულების შესახებ ახალი წინადადება წარუდგინა

The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანმა აშშ-ს ომის დასრულების შესახებ ახალი წინადადება წარუდგინა.

გამოცემის წყაროების ცნობით, ომის დასასრულებლად აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლების მიზნით ირანმა მოთხოვნები შეარბილა.

წყაროების განცხადებით, თეირანი ვაშინგტონს ჰორმუზის სრუტის გახსნის პირობების განხილვას აშშ-ს მხრიდან იერიშების დასრულებისა და ირანის პორტებზე ბლოკადის მოხსნასთან ერთად სთავაზობს. აქამდე თეირანი საზღვაო ბლოკადის მოხსნას მოლაპარაკებების წინაპირობად ასახელებდა.

ასევე, ირანი აშშ-ს სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ბირთვული პროგრამის საკითხის განხილვას სთავაზობს.

წყაროების ინფორმაციით, ირანმა შუამავლებს აცნობა, რომ მზად არის მოლაპარაკებები პაკისტანში უკვე მომავალი კვირის დასაწყისშივე დაიწყოს, თუ აშშ წინადადებას დათანხმდება.

banner
წინა სტატიაში“მითხრეს, რომ აღარ ვჭირდები თეატრს”- ირაკლი ჩოლოყაშვილი
შემდეგი სტატია“ფასების შემცირება შესაძლებელია, მაგრამ…” – ნიკა ობოლაძე ორ მთავარ პრობლემას ასახელებს