29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

The Wall Street Journal: ამერიკელმა დიპლომატებმა თეირანს გარიგება შესთავაზეს

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ ირანს ჰორმუზის სრუტის კონტროლზე უარის თქმას გაყინული აქტივების გათავისუფლების სანაცვლოდ სთავაზობს.

“ამერიკელმა დიპლომატებმა თეირანს გარიგება შესთავაზეს: სრუტის კონტროლის და გადასახადების აღების პრეტენზიებზე უარის თქმა გათავისუფლებული აქტივების მილიარდობით დოლარის სანაცვლოდ,” – წერს გამოცემა.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და აშშ-ის პრეზიდენტის სიძე, ჯარედ კუშნერი მიმდინარე კვირას დოჰაში კატარელ შუამავლებთან განიხილავდნენ ჩიხიდან გამოსვლის გზებს და გასულ თვეს სრუტის გახსნაზე მიღწეული პირველადი შეთანხმების რეალიზებას.

ამავდროულად, გამოცემის წყაროების ცნობით, ამერიკული და ირანული გუნდები კატარში ლიბანში ბოლოდროინდელ საბრძოლო მოქმედებებს განიხილავდნენ, “რომლებმაც პროცესს ახალი სირთულეები შემატეს”.

გამოცემის ცნობით, ირანს გადასახადის აღება სურს ყოველი გემისგან, რომელიც სრუტეში გადის და შესაძლო 40 მილიარდი დოლარიდან ძირითადი ნაწილის მიღებას იმედოვნებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-მა და სრუტის მეზობელმა ქვეყნებმა თეირანის მსგავსი პრეტენზიები უარყვეს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი თურქეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას განიხილავს
შემდეგი სტატიაკახი კალაძე : „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტს