The Times of Israel-ის ინფორმაციით, „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად ჩრდილოეთ ისრაელში 6 ადამიანი დაშავდა.
ისრაელის „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, „ჰეზბოლას“ მიერ ლიბანიდან გაშვებული რაკეტა ქალაქ ნაჰარიაში ჩამოვარდა.
ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ ჩრდილოეთ ისრაელში ხანძარი გაჩნდა.















