The Times-ი გაეროს გამოუქვეყნებელ მოხსენებაზე წერს, რომელიც ლტოლვილების მიმართ სექსუალურ ძალადობას ეხება

გაეროს ლტოლვილთა საქმის უმაღლესმა კომისარმა (UNHCR) იცოდა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების მიერ დასავლეთ აფრიკაში განხორციელებულ სექსუალურ ძალადობებზე – 29 მაისს ბრიტანული The Times-ი წერს. მოხსენებაში, რომელიც UNHCR-ისა და Save the Children-ის მკვლევარემბა 2001 წელს მოამზადეს, მოხსენიებულია 40-ზე მეტი ჰუმანიტარული ორგანიზაცია, მათგან 15 საერთაშორისოა. მათ შორის არის ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო, ხსნის საერთაშორისო კომიტეტი, “ექიმები საზღვრებს მიღმა” და მსოფლიო სავაჭრო პროგრამის წარმომადგენლობა. გამოცემა წერს, რომ ამ სიაშია UNHCR-იც და Save the Children-იც.

როგორც მოხსენებაშია მოცემული, ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლები არც თუ იშვიათად ითხოვდნენ სექსუალურ მომსახურებას სხვადასხვა ნივთების სანაცვლოდ. დოკუმენტის ავტორები ხაზს უსვამდნენ გამოძიების გაგრძელების აუცილებლობას, რადგანაც, მოგროვებული ბრალდებების სრულად დადასტურება ვერ მოხერხდა. ამასთანავე, “მათი რაოდენობა კრიტიკულია და ეს ამ პრობლემის მასშტაბურობაზე მიუთითებს” – წერენ მოხსენებაში.

“კონფიდენციალური სიები” UNHCR-ს გადაეცა 67 ადამიანის ეპიზოდით. ბრალდება 10 ადამიანს მოეხსნა, თუმცა, პასუხისგებაში არ მიუციათ არავინ. UNHCR-ის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მაწოდეს ყველა ჰუმანიტარულ ორგანიზაციას. აქედან სამი ორგანიზაციიდან მოძალადეები სამსახურიდან დაითხოვეს, ცხრა ორგანიზაციამ ვერ აღმოაჩინა საკუთარი თანამშრომლების ბრალეულობა, სიაში მოცემულმა ერთმა ორგანიზაციამ მუშაობა შეწყვიტა, ორმა კი UNHCR-თან არ ითანამშრომლა – წერს ბრიტანული გამოცემა.

banner
წინა სტატიაშიკიევში რუსი ჟურნალისტი მოკლეს
შემდეგი სტატიარომან ბეზსმერტნი უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრის