უკრაინისთვის Starlink-ის შენელების იდეა ტრამპს მასკმა მიაწოდა. ამის შესახებ სტატიას წყაროებზე დაყრდნობით The Telegraph აქვეყნებს.
მათი ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ტრამპი სწორედ მასკის წინადადებას დათანხმდა, რამაც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს Starshield-ის – სატელიტური კავშირის სისტემის სამხედრო ვერსიის – სიჩქარის შენელების უფლება მისცა.
Starlink-ისადმი წვდომის შეზღუდვაზე მასკმა თავისი პასუხისმგებლობა 14 ოქტომბერს უარყო და ამაში თეთრი სახლი დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ „სიჩქარის ან გამოყენების ნებისმიერი შეზღუდვები შემოღებულ იქნა ამერიკელი სამხედროების და საბოლოო ჯამში, აშშ-ის პრეზიდენტის, მიერ“.
ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, იმის შემდეგ, რასაც კიევში ელექტროენერგიის გათიშვის გამო „სისხლიანი ღამე“ უწოდეს, ილონ მასკი შეშფოთებული იყო ევროპელი მომხმარებლების მხრიდან შესაძლო უარყოფითი რეაქციის გამო.


















