The Telegraph-მა სკრიპალების საქმეში მესამე ფიგურანტზე დაწერა

ბრიტანეთის სოლსბერიში სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმეში მესამე ფიგურანტი გამოჩნდა. როგორც ბრიტანულმა The Telegraph-მა გამოაქვეყნა, ოფიცერზე თავდასხმამდე რუსეთის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს (ГРУ) კიდევ ერთი ოფიცერი ჩავიდა ინგლისში. ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა მისი პიროვნების დადგენა შეძლეს, თუმცა, მისი სახელი და გვარი, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. გამოცემის ინფორმაციით, ის დაზვერვას აწარმოებდა და ოპერაციაში ეხმარებოდა.
გუშინ გამოქვეყნდა, რომ სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლის საქმეში მეორე ეჭვმიტანილის ნამდვილ სახელს და გვარს უახლოეს მომავალში გაასაჯაროვებენ – საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ის წარმომადგენელმა “ბიბისის” ეთერში თქვა. ადრე მათ პირველი ეჭვმიტანილის სახელი და გვარი გამოაქვეყნეს. რუსლან ბოშიროვის ნამდვილი სახელი, რომელსაც ბრალი ედება ბრიტანეთის სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლაში, ანატოლი ჩეპიგაა.

სოლსბერიში სკრიპალებზე თავდასხმა 4 მარტს განხორციელდა. რუსულმა სპეცსამსახურებმა ყოფილი ოფიცრის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს.

banner
წინა სტატიაში“ხაიაბუსა-2”: ასტეროიდზე გაგზავნილმა იაპონურმა რობოტებმა ფოტოები გადაიღეს
შემდეგი სტატიაიუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი – დღეს უკანასკნელ მომხმარებლამდე ვიმუშავებთ