The Telegraph იუწყება, რომ ხუთი NATO-ს წევრი სახელმწიფო – ფინეთი, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიტვა – რუსეთთან თავიანთი საზღვრების დანაღმვის გეგმაზე მუშაობენ.
გამოცემის მიხედვით, ქვეყნების სამხედრო უწყებები უკვე ამზადებენ გეგმებს თუ ევროპის რომელი ტერიტორიები დაიფარება ნაღმებით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი NATO-ს წინააღმდეგ ძალების მობილიზაციას დაიწყებს.
გაზეთი აღნიშნავს, რომ ხუთივე ქვეყანამ ოტავას კონვენციის დატოვების განზრახვა გამოაცხადა, რომელიც ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას, შენახვას, წარმოებასა და გადაცემას კრძალავს. როგორც კი მათი გასვლის შესახებ განცხადება ოფიციალურად წარედგინება გაერთიანებულ ერებს, ამ ქვეყნებისათვის ნაღმების წარმოება და საკუთარ ტერიტორიაზე განლაგება სამართლებრივად ნებადართული გახდება.