The New York Times: ვენესუელას პრეზიდენტის ადგილსამყოფელი უცნობია

კარაკასზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების შემდეგ, ნიკოლას მადუროს ადგილსამყოფელი უცნობია. ამის შესახებ გამოცემა The New York Times საკუთარ სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობისთვის, საერთაშორისო მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ვენესუელაში სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 3 იანვარს, ვენესუელას დედაქალაქ კარაკასზე დარტყმები განხორციელდა. საერთაშორისო მედიის წყაროების ინფორმაციით, ტრამპმა ოპერაციის გეგმები რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. ვენესუელამ აშშ „სამხედრო აგრესიაში“ დაადანაშაულა, პრეზიდენტმა მადურომ კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მა ვენესუელის დედაქალაქზე ვერტმფრენებით საჰაერო იერიშები მიიტანა
შემდეგი სტატიაკარაკასის საერთაშორისო აეროპორტი ამერიკელი სამხედროების კონტროლიქვეშაა