27.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

The New York Times: აშშ-ის არმიის Apache-ს ტიპის ვერტმფრენი ორშაბათს ჰორმუზის სრუტის მახლობლად ჩამოვარდა

აშშ-ის არმიის Apache-ს ტიპის ვერტმფრენი ორშაბათს ჰორმუზის სრუტის მახლობლად ჩამოვარდა, ეკიპაჟის ორივე წევრი გადაარჩინეს. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

მომხდარის ზუსტი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი წყაროს თქმით, ვერტმფრენს შესაძლოა ირანმა ცეცხლი გაუხსნა. არ გამოირიცხება ტექნიკური გაუმართაობაც.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში მომხდარი ინციდენტის დროს პილოტები არ დაშავებულან და ამერიკა ამის შესახებ ოფიციალურ ანგარიშს გამოაქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა
შემდეგი სტატიასაქართველოში ჩინეთის ელჩი: არ ვფიქრობ, რომ კონგრესმენი უილსონი წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას