The New York Post: იერმაკი დაჟინებით მოითხოვდა ხელშეკრულების გაფორმებას ვაშინგტონში, კელოგი წინააღმდეგი იყო

The New York Post-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის ომში, კეიტ კელოგი, წინააღმდეგი იყო მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის პირადი შეხვედრის დროს, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი დაჟინებით მოითხოვდა ამ ფორმატს,-წერს The New York Post-ი უკრაინასთან მოლაპარაკებებში მონაწილე ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა გამოცემას, რომ კელოგმა მოუწოდა ზელენსკის გასულ კვირას დესპანის კიევში ვიზიტის დროს მოეწერა ხელი აშშ-ს წიაღისეულის უფლებების შესახებ შეთანხმებას, მაგრამ იერმაკი დაჟინებით მოითხოვდა,  ოვალურ კაბინეტში პარასკევს, ხელშეკრულებაზე ხელმოწერას

აღინიშნება, რომ სამდღიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ კელოგმა შეძლო შეეთანხმებინა უკრაინასთან დიდი ხნის ნანატრი ხელშეკრულება.

„კელოგი და ზელენსკი შეთანხმდნენ ხელშეკრულების ერთ პუნქტზე, რომელიც ჯერ კიდევ შესამუშავებელია“, – თქვა ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოლაპარაკებებზე, რომელიც 21 თებერვალს დასრულდა.

გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებების შემდეგ ანდრეი ერმაკმა დაჟინებით მოითხოვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ტრამპთან მისულიყო თეთრ სახლში, რათა ხელი მოეწერა შეთანხმებაზე.

ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ კელოგმა „ურჩია საწინააღმდეგო, რადგან იცოდა, რომ [პრეზიდენტებს შორის] ურთიერთობა უნდა გამყარებულიყო“ პირისპირ შეხვედრამდე.

თუმცა, წყარომ, რომელიც იცნობს იერმაკის ტაქტიკას, თქვა, რომ ზელენსკის ოფისი „განაგრძობდა ამ საკითხის ფორსირებას“.

კელოგი მზად იყო წასასვლელად, თითქმის დატოვა უკრაინა შეთანხმების გარეშე, რომელიც უნდა წარედგინა ტრამპისთვის, წერს გამოცემა. თუმცა, ზელენსკის ოფისმა ბოლო წუთს “შეცვალა კურსი” და საბუთები მატარებელში გაუგზავნა, რომელითაც კელოგი ტრამპთან ბრუნდებოდა.

გაზეთი წერს, რომ ამის შემდეგაც კიევმა ვაშინგტონში ხელშკრულების დადების გეგმა გაავრცელა.

ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ თქვა, რომ ის მიიწვიეს თეთრ სახლში, “მაგრამ გაურკვეველია, გულისხმობდა თუ არა ეს ოფერტზე შეთავაზებას, თუ მოწვევა იყო კონკრეტულად შეთანხმების ხელმოწერისთვის”.

ამ კვირაში, რამდენიმე უკრაინულმა წყარომ The Post-ს განუცხადა, რომ ისინი ეჭვობდნენ, რომ ზელენსკის გუნდი აჩქარებდა თეთრ სახლში ვიზიტს.

ამერიკელი ჩინოვნიკის თქმით, ტრამპთან შეხვედრის დროს „ზელენსკიმ ისე არასწორად ითამაშა, როგორც შეეძლო“.

“ის ოვალურ კაბინეტში შემოვიდა, როგორც „მაგარი ბიჭი“. ამან კარგად ვერ ითამაშა. ოთახში ყველა გრძნობდა თავს შეურაცხყოფილად. ახლა ზელენსკიმ უნდა იფიქროს, თუ როგორ გამოასწოროს ეს სიტუაცია თავად. ჩვენ ამას ვერ გამოვასწორებთ”, – თქვა წყარომ.

მან ასევე გააკრიტიკა ზელენსკის არჩევანი, რომ არ ეცვა კოსტიუმი თეთრ სახლიში შეხვედრის დროს.
ცნობისთვის: 2017 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ New York Post არის დონალდ ტრამპის საყვარელი გაზეთი და მის მფლობელ მერდოკთან ტრამპი ინარჩუნებს ხშირ კონტაქტს. ამავდროულად, 2025 წლის 21 თებერვალს The New York Post-მა პირველ გვერდზე გამოაქვეყნა სტატია, სადაც განმარტა, რომ ნამდვილი დიქტატორი არის აგრესორი სახელმწიფოს – რუსეთის მმართველი ვლადიმირ პუტინი.

banner
წინა სტატიაშიტრამპის გუნდი ზელენსკიზე პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებს
შემდეგი სტატიატრამპს სურს პუტინს ზელენსკის თავი ლანგარზე შესთავაზოს