22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

The Moscow Times: რუსეთში საწვავის წარმოება 40%-მდე შემცირდა

The Moscow Times-ის ინფორმაციით, რუსეთში საწვავის წარმოება 40%-მდე შემცირდა, რადგან საკვანძო გადამამუშავებელი ქარხნები დრონებით დარტყმის შემდეგ ისევ გაჩერებულია.

გამოცემის ცნობით, რუსულმა ნავთობკომპანიებმა გასულ თვეებში დრონების დარტყმების შედეგად დაზიანებული ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების ნახევარზე ოდნავ ნაკლები აღადგინეს. შედეგად, ობიექტები, რომელთა ჯამური სიმძლავრე წელიწადში 45 მილიონ ტონა ნედლ ნავთობს შეადგენს, კვლავ გაჩერებულია.

ივნისსა და ივლისში დრონების თავდასხმების გამო სულ მცირე 10 რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იძულებული გახდა მუშაობა შეეჩერებინა. მხოლოდ გასული სამი კვირის განმავლობაში ნედლი ნავთობის მიღება შეჩერდა „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატის“ ობიექტზე, „როსნეფტის“ სიზრანისა და სარატოვის ქარხნებში, „გაზპრომ ნეფტის“ ომსკის ქარხანასა და „ლუკოილის“ ნიჟნი ნოვგოროდის ობიექტზე. ივნისში გაჩერებულ უმსხვილეს ქარხნებს შორის ასევე იყო „გაზპრომ ნეფტის“ მოსკოვის გადამამუშავებელი ქარხანა და „ტატნეფტის“ „ტანეკოს“ ობიექტი ნიჟნეკამსკში.

banner
წინა სტატიაშიილჰამ ალიევი: ბევრი წლის შემდეგ, მოხდა აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზება
შემდეგი სტატიანატა ვიბლიანის ადვოკატი: გაუპატიურების რამდენიმე ეპიზოდი არსებობს