რუსეთის მინიმუმ 25 რეგიონში ბენზინის დეფიციტი და საწვავის მიწოდების შეფერხებებია, რადგან უკრაინა რუსეთის ნავთობინფრასტრუქტურას კვლავ მიზანში იღებს.
ინფორმაციას გამოცემა The Moscow Times ავრცელებს და წერს, რომ მზარდი საწვავის დეფიციტის მთავარი მიზეზი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების დაუნდობელი ტალღაა, რომლებსაც 2026 წლის იანვრიდან მაისამდე 38-ჯერ დაარტყეს. აქედან 16 იერიში მხოლოდ მაისში მოხდა, რაც ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.
OilX-ის მონაცემები აჩვენებს, რომ გადამამუშავებელი ქარხნების დატვირთვა წლის დასაწყისიდან 14%-ით შემცირდა და ომამდელ მაჩვენებლებზე დაახლოებით 20%-ით დაბალი რჩება. კრასნოდარის მხარეში საწვავის დეფიციტის გამო ზოგიერთი ბენზინგასამართი სადგური უკვე იკეტება. დროებით ოკუპირებულ ყირიმში ბენზინის ფასები მკვეთრად გაიზარდა.


















