The Hill: სენატის უმრავლესობის ლიდერმა დაბლოკა MEGOBARI აქტის თავდაცვის აქტში შეტანა

The Hill-ის ინფორმაციით, სენატში რესპუბლიკელების ლიდერმა ჯონ თუნმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს უარი უთხრა, დაეჩქარებინა „მეგობარი აქტის“ მიღება.

ინფორმაციას ამერიკული გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, მედიის ინფორმაციით, ჯონსონს სურდა „მეგობარი აქტის“ ჩართვა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA) — თავდაცვის ბიუჯეტის ყოველწლიურ კანონში, რომლის მიღებაც აუცილებელია.

The Hill-ის ცნობით, ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო სამი თვის განმავლობაში, როცა თუნმა დაბლოკა „მეგობარი აქტის“ NDAA-ში შეტანის ორპარტიული მოთხოვნა, ხოლო ჯონსონის მიერ ბოლო წუთს კანონპროექტის სასარგებლოდ ჩარევა მოულოდნელი აღმოჩნდა.

თუნისა და ჯონსონის ოფისებმა კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

რამდენიმე დღის წინ, „მეგობარი აქტის“ NDAA-ში შეტანა სენატორ მარკვეინ მალინის (რესპუბლიკელი ოკლაჰომიდან) თხოვნით დაბლოკა.

banner
წინა სტატიაში“კვლევაში არც ქიმიურ იარაღზე გვითქვამს არაფერი, არც მოწამვლაზე” – გიორგი ჩახუნაშვილი
შემდეგი სტატიაგამოიყენა, თუ არა მოქალაქეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერება “ოცნების” ხელისუფლებამ?! – რას ამბობს ირაკლი კობახიძე?!