The Guardian: შესაძლებელია “ბრექსიტი” 2021 წლამდე გადადონ

ევროკავშირი ბრიტანეთის გაერთიანებიდან გასვლის ორი წლით გადადების შესაძლებლობას განიხილავს – ამის შესახებ The Guardian -ი ევროკავშირში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს .

“ბრექსიტი” მიმდინარე წლის 29 მარტში უნდა დაიწყოს, რომელიც 21 თვით გაგრძელდება. ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ ევროკავშირთან დადებული შეთანხმების კენჭისყრა 12 მარტამდე გადადო.

სამმა ბრიტანელმა მინისტრმა განაცხადა, რომ Brexit-ი უნდა გადაიდოს, თუკი პარლამენტი უახლოეს დღეებში შეთანხმებას კენჭს არ უყრის.

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გადადების მომხრეები, გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკომისიის გენერალური მდივანი მარტინ ზელმაიერია.

ევროკავშირს შეუძლია “ბრექსიტი” გადადოს იმ შემთხვევაში, თუკი ლონდონი შესაბამის განაცხადეს გააკეთებს.

banner
წინა სტატიაში,,90-იანების მოსკოვური “რაზბორკები” მიდის შუშის სასახლეში !!!”-სანდრო ბრეგაძე
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძემ ივანიშვილის შუშის სასახლე დატოვა – უმრავლესობისა და “ოცნების” თავმჯდომარის შეხვედრა გრძელდება