8.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

The Guardian: საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე 190-ზე მეტი მოსწავლე დაშავდა – დაკავებულია 5 000-ზე მეტი ადამიანი

საფრანგეთში სკოლებთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე, 190 მოსწავლე დაშავდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

საფრანგეთის განათლების მინისტრის, ედუარ ჟეფრეს განცხადებით, მოსწავლეებმა დაზიანებები ინციდენტებისა და ფოიერვერკების გამოყენების შედეგად მიიღეს.

საფრანგეთში მოსწავლეები სკოლებთან საპროტესტო აქციებს უკვე კვირაზე მეტია მართავენ. ისინი სკოლების დაფინანსების ნაკლებობას, მასწავლებლების დეფიციტსა და სასწავლო პირობების გაუარესებას აპროტესტებენ.

საპროტესტო მოძრაობის დაწყების შემდეგ 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომელთა 85%-ს არასრულწლოვნები შეადგენენ. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 500-მდე სკოლა სრულად ან ნაწილობრივ დახურულია.

banner
წინა სტატიაშიFT: ესტონეთი რუსეთის შესაძლო აგრესიისთვის ემზადება
შემდეგი სტატიასესხის გაცემის წესები მკაცრდება – რას ნიშნავს ახალი შეზღუდვები მოქალაქეებისთვის