12.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

The Guardian: საბერძნეთის სანაპიროსთან 22 მიგრანტი დაიღუპა

გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ საბერძნეთის სანაპიროსთან 22 მიგრანტი დაიღუპა.

საბერძნეთის სანაპირო დაცვის ცნობით, მიგრანტებით სავსე ნავმა, რომელიც ლიბიიდან გამოვიდა, ზღვაში ექვსი დღე გაატარა.

ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-ის ინფორმაციით, კუნძულ კრეტასთან 26 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.

„მგზავრებმა ზღვაში ექვსი დღე სასმელი წყლისა და საკვების გარეშე გაატარეს“, – აცხადებს Frontex-ი.

გადარჩენილებმა განაცხადეს, რომ დაღუპულთა ცხედრები მგზავრობის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში გადაყარეს.

გადარჩენილებს შორის ბანგლადეშის, სამხრეთ სუდანისა და ჩადის მოქალაქეები არიან.

banner
წინა სტატიაშიირანის ელჩი: ისპაჰანის უბნებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაიღუპა ჩვენი რამდენიმე თანამემამულე, მათ შორის რამდენიმე წარმოშობით ქართველი ირანელი
შემდეგი სტატიაპოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვიქტორ ორბანის მხარდაჭერა მოსკოვის დახმარებას ნიშნავს