The Guardian-მა ისლამური სახელმწიფოს “ჯიჰადიუგენდას” შესახებ გაიგო

The Guardian-მა ისლამური სახელმწიფოს

The Guardian-მა ისლამური სახელმწიფოს "ჯიჰადიუგენდას" შესახებ გაიგოისლამური სახელმწიფო ‘მომავალი თაობებისთვის” საგანმანათლებლო პროგრამებს შექმნის – ამის შესახებ ბრიტანული The Guardian წერს 24 გვერდიან დოკუმენტზე დაყრდნობით, სადაც ექსტრემისტების თვითგამოცხადებული ხალიფატის სტრუქტურის შესახებ არის მოთხრობილი.
კერძოდ, ტექტსტში ნათქვამია, რომ ტერორისტები დამოუკიდებელ ბანაკებს შექმიან მოქმედი ბოევიკებისთვის, ომის ვეტერანებისა და მათი შვილებისთვის. ისლამისტების მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე მცხოვრები არასრულწლოვანი მოსახლეობა სროლაში და რელიგიაში სპეციალურ სასწავლო კურსებს გაივლიან. გარდა ამისა, ისლამური სახელმწიფო გეგმავს სოციალური პროგრამების განხორციელებას ჯანდაცვის, პროპაგანდის და მრეწველობის სფეროებში.
The Guardian აღნიშნავს, რომ ექსტრემისტებს ძალიან სჭირდებათ სპეციალისტები ისეთ დარგში, როგორიც არის ბუღალტერია, გადასახადების და ნავთობის სფეროში სამუშაოდ.
აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, ისლამური სახელმწიფო “ცენტრალიზებულ ხალიფატად” გადაკეთდება და გააერთიანებს ადგილობრივ და უცხოელ ბოევიკებს.

banner
წინა სტატიაშისოსო ჯაჭვლიანი – ის რაც ენაზე მოგადგება, ყველაფრის თქმა არ შეიძლება
შემდეგი სტატიამედია ისლამური სახელმწიფოს მიერ რუსეთის 5 მოქალაქის მოკვლის შესახებ საუბრობს