10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

The Guardian: ჰაკერებმა ევროპის მასშტაბით სუპერმარკეტებში მაცივრები გატეხეს

The Guardian-ის ინფორმაციით, ჰაკერებმა ევროპის მასშტაბით სუპერმარკეტებში მაცივრები გატეხეს.

გამოცემის ინფორმაციით, კიბერშეტევები შვედეთის, ბელგიის, ლუქსემბურგის, ირლანდიისა და ესტონეთის სხვადასხვა სუპერმარკეტების ქსელებში მდებარე მაცივრებზე განხორციელდა.

ირლანდიის სიდიდით მესამე სუპერმარკეტების ქსელმა SuperValu-მ განაცხადა, რომ მათ 13 მაღაზიაში მდებარე მაცივრების ტემპერატურა უეცრად შეიცვალა, რის შემდეგაც გაყინული პროდუქციის გადაყრა გახდა საჭირო.

ესტონეთში კიბერშეტევა სუპერმარკეტების ქსელ Selver-ის ერთ-ერთ მაღაზიაში განხორციელდა. მაცივრების მწარმოებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ ჰაკერები ტემპერატურის კონტროლის სისტემაში შეიჭრნენ და ტემპერატურა 50°C-მდე ასწიეს.

ბელგიაში კიბერშეტევების შედეგად Spar-ის, Carrefour-ის, Delhaize-ისა და Intermarché-ს სუპერმარკეტების ქსელები დაზარალდა.

banner
წინა სტატიაშიგარდაბანში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატია“რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე” ბიძინა ივანიშვილი პრესის თავისუფლების მტაცებლად გამოაცხადა