21.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

The Guardian: ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირეს

The Guardian-ი ევროკავშირის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობაზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მხარი დაუჭირეს.

ევროკავშირის კვიპროსის თავმჯდომარეობის ცნობით, ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მწვანე შუქი აუნთეს.

„ახლა ეს ევროკავშირის საბჭოს მიერ საბოლოო დამტკიცებისთვის წერილობით პროცედურას გაივლის“, – განაცხადა კვიპროსის თავმჯდომარეობის წარმომადგენელმა.

ევროკავშირის ელჩების მიერ მიღებული გადაწყვეტილების დამტკიცების ოფიციალური პროცედურა ხვალ შუადღისას დასრულდება.

ცნობისთვის, უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის დამტკიცებას უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებოდნენ და მათი თანხმობის წინაპირობად „დრუჟბას“ ნავთობსადენით ნავთობის მიწოდების აღდგენას ასახელებდნენ. დღეს უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენის აღდგენის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 100-მდე ლიფტი განახლდა
შემდეგი სტატიანარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზის რეაბილიტაცია დაიწყო