The Guardian: დიდმა ბრიტანეთმა უფლება მისცა უკრაინას, რუსეთის ობიექტებზე დარტყმებისთვის შორი მანძილის რაკეტები გამოიყენოს

დიდმა ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას დათანხმდეს ბრიტანული Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების რუსეთის ობიექტებზე დარტყმებისთვის გამოყენებაზე, – ამის შესახებ The Guardian-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ბრიტანული მხარე რუსეთზე დარტყმებისთვის შორი მანძილის რაკეტების გამოყენების შესახებ საჯარო განცხადებას ზედმეტად პროვოკაციულად მიიჩნევს.

„საკმაოდ სავარაუდოა, რომ უკრაინა შეძლებს Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების გამოყენებას გარკვეული შეზღუდვებით, რათა თავიდან აიცილოს დაუფიქრებელი ან არასაჭირო თავდასხმები“, – წერს გამოცემა.

ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა ისიც, რომ ასეთი გადაწყვეტილების გარეშე არ შედგებოდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ერთობლივი ვიზიტი კიევში.

The Guardian-ის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ასევე „მინიშნა„, რომ ვაშინგტონმა მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება ATACMS რაკეტებთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიჩვენ გვინდა, უკრაინამ გაიმარჯვოს – ენტონი ბლინკენი
შემდეგი სტატიაზოგიერთი ქმედება, რომელიც უკვე ვნახეთ, შემაშფოთებელია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით-კარპენტერი არჩევნებზე