27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

The Guardian: ბრიტანელი პარლამენტარები “მაშა და დათვის” ტრანსლირების აკრძალვას ითხოვენ

ბრიტანეთის პარლამენტის 50-ზე მეტი წევრი მთავრობას მოუწოდებს, დიდ ბრიტანეთში რუსული ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ ჩვენება შეაჩეროს. ამის შესახებ სტატიას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

ლიბერალ-დემოკრატი დეპუტატის, ტომ გორდონის ინიციატივით გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ანიმაცია კრემლის „რბილი ძალის“ გამოვლინებაა და პროპაგანდისტულ, მილიტარისტულ შინაარსს შეიცავს. მაგალითად მოყვანილია ერთ-ერთი ეპიზოდი, სადაც მაშას საბჭოთა პერიოდის სასაზღვრო დაცვის ქუდი აცვია, რომელიც ისტორიულად საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატთან (НКВД) ასოცირდება.

ბრიტანელი პოლიტიკოსების შეშფოთება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ცნობილი გახდა, რომ Netflix-მა ანიმაციის კიდევ ორი ახალი სეზონის ჩვენების უფლება შეიძინა და ლიცენზია 100-ზე მეტ ქვეყანაში გააგრძელა. გაერთიანებულ სამეფოში სერიალი როგორც Netflix-ზე, ისე ადგილობრივ მაუწყებელზე (ITVX) არის ხელმისაწვდომი.

„ბრიტანელ ბავშვებს აქვთ წვდომა ამ კონტენტზე როგორც გლობალურ სტრიმინგ პლატფორმაზე, ისე ცნობილ ადგილობრივ მაუწყებელზე. მიგვაჩნია, რომ ეს მიუღებელია“, — ნათქვამია პარლამენტარების წერილში.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნაც. მან დაადასტურა, რომ „მაშა და დათვი“ კრემლის რბილი ძალის ნაწილია, რომელიც ბავშვთა გართობის საფარქვეშ მილიტარისტულ გზავნილებს ნერგავს.

banner
წინა სტატიაშირატი იონათამიშვილი: “კოლექტიურ იუკნევიჩიენებს” არც ადამიანის უფლებები ადარდებთ, მათი მოტივი ქვეყანაში არეულობის გამოწვევაა
შემდეგი სტატია“წაეთრიეთ და ეყარეთ იქ, ნუ წამლავთ ჰაერს”- გიორგი გამსახურდია რუსეთის მომხრე პოლიტიკოსებსა და აგენტებს მიმართავს