The Guardian: აშშ-ის სამხედროები შესაძლოა, მოსკოვში მშვიდობის გეგმის განსახილველად ჩავიდნენ

The Guardian: აშშ-ის სამხედროები შესაძლოა, მოსკოვში მშვიდობის გეგმის განსახილველად ჩავიდნენ. ბრიტანული მედია წერს, რომ მომავალი კვირის ბოლოს, სავარაუდოდ, ამერიკელ სამხედროთა ჯგუფი მოსკოვში ტრამპის მიერ შემუშავებულ გეგმას განიხილავს. ამავე დღეს აღნიშნულ გეგმაზე ორ დღიანი სამიტის ფარგლებში დიდი შვიდეულისა და დიდი ოცეულის ქვეყნები ორდღიანი სამიტის ფარგლებში იმსჯელებენ. გამოცემა ინფორმაციით, კაია კალასმა განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ძალიან საშიშ აგრესიას წაახალისებს გლობალურ პრეცედენტს შექმნის. სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის თქმით, არ არის გამორიცხული რუსეთის მაგალითზე სხვა ქვეყნებსაც გაუჩნდეს სურვილი მეზობელი ტერიტორიების დაპყრობისთვის.

გუშინ უკრაინულმა მხარემ გამოაქვეყნა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შედგენილი 28-პუნქტიანი გეგმის შინაარსი, რომელშიც წერია, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას NATO-ში გაწევრიანებაზე, რუსეთი არ შეიჭრება ევროპისა და სხვა მეზობელ ქვეყნებში და ასევე ანექსირებული ყირიმი, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები დე ფაქტო აღიარებული იქნებიან რუსეთის რეგიონებად. ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საზღვარი ამ დროისთვის არსებულ ფრონტის ხაზზე გავა, უკრაინული სამხედრო ძალები კი დატოვებენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილის, რომელსაც ისინი ამჟამად აკონტროლებენ

banner
წინა სტატიაშიჯეი დი ვენსი: არსებობს ფანტაზია, თითქოს თუ მეტ ფულს, მეტ იარაღს ან მეტ სანქციას მივცემთ, გამარჯვება ახლოსაა
შემდეგი სტატიაროჯერ უიკერი: უკრაინა არ უნდა იყოს იძულებული, თავისი მიწები დაუთმოს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აშკარა სამხედრო დამნაშავეს, ვლადიმერ პუტინს