6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

The Atlantic: ტრამპი დეკემბერში უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას გეგმავს და ზელენსკიზე ზეწოლისთვის ემზადება

გამოცემა The Atlantic-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება დეკემბერში გაფორმდება. ამ მიზნის მისაღწევად ის მზად არის, ზეწოლა მოახდინოს როგორც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, ისე ევროპის ქვეყნებზე.
გამოცემის ცნობით, ტრამპს სურს, სამშვიდობო შეთანხმებას ხელი „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტის ფარგლებში მოეწეროს, რომელიც მაიამის მახლობლად, მის კუთვნილ გოლფკლუბში გაიმართება.
შეთანხმების მიღწევის გზაზე ერთ-ერთი შესაძლო ნაბიჯი შესაძლოა ნოემბერში ჩინეთში დონალდ ტრამპის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის შეხვედრა გახდეს.
ამასთან, კიევში შიშობენ, რომ უკრაინის მომავალთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები შესაძლოა თავად უკრაინის მონაწილეობის გარეშე მიიღონ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების შესაძლებლობა დაუშვა იმ შემთხვევაში, თუ საომარი მოქმედებები ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ შეჩერდება.
Fox News-თან ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის არსებულ ხაზზე ომის დასრულების რეალისტური გზა შეიძლება იყოს.
The Atlantic-ის ცნობით, ტრამპი დეკემბრამდე შეთანხმების მიღწევას ისახავს მიზნად. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა მხარეები შეთანხმების პირობებზე შეჯერებას და რამდენად იქნება გათვალისწინებული უკრაინის ინტერესები.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: დღეს არის სამარცხვინო დღე საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის
შემდეგი სტატიაგიორგი სიორიძე: საგამოძიებო კომისიის დასკვნა პოლიტიკური აქტია და მტკიცებულებად არ უნდა დაუშვან