The Alphen Group-ის წევრების ღია წერილი კონგრესს – „რუსეთთან ომში უკრაინის დამარცხება აშშ-ისა და მის მოკავშირეების უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის“

ორშაბათს აშშ-ისა და ნატოს ყოფილმა და თავდაცვის მოქმდმა 40-ზე მეტმა მაღალჩინოსნებმა კონგრესს მოუწოდა, დაამტკიცოს კიევისთვის ახალი დახმარება. მათი თქმით, უკრაინის დამარცხება რუსეთთან ომში კატასტროფული იქნება და საფრთხეს შეუქმნის ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას.

„შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უნდა დაეხმარონ უკრაინას რუსეთის გამარჯვების თავიდან აცილებაში, რაც კატასტროფული იქნება უკრაინისა და მისი ხალხისთვის და საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მომავალ უსაფრთხოებას“, – ნათქვამია Alphen Group-ის წერილში.

„ეს ომი არის გადამწყვეტ მომენტში, როდესაც შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების და ნატოს პარტნიორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს, შედეგი ხელსაყრელია მათი ინტერესებისთვის თუ დამღუპველი უკრაინისა და დასავლეთისთვის.

უკრაინისადმი აშშ-ის შემდგომი მხარდაჭერაზე უარის თქმა იქნება ორპარტიული საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის დიდი მარცხი და შეასუსტებს ამერიკის ლიდერობას როგორც გლობალურად, ასევე ევროპაში“, – ნათქვამია წერილში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა ამზადებს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც ააშენა და აღადგინა ქერჩის ხიდი
შემდეგი სტატიათიბისი გამარჯვებულია ნომინაციაში „IT განათლების საუკეთესო პროვაიდერი“