“თბილსერვის ჯგუფმა” სამებაში დასუფთავების სამუშაოები დაიწყო

შპს “თბილსერვის ჯგუფმა” სამების საკათედრო ტაძარში ხანძრის შედეგად დანაგვიანებული ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები დაიწყო. როგორც “თაიმერს” მერიიდან აცნობეს, სამუშაოებს “თბილსერვისი” თბილისის მერის, დავით ნარმანიას დავალებით ახორციელებს.
დღეს დასუფთავების პროცესში “თბილსერვის ჯგუფის”” 100-მდე სპეცთანამშრომელი მონაწილეობდა. სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში გაგრძელდება.
სამების ტაძარში გაწმენდითი სამუშაოები 1200 კვ.მ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ტაძარში განთავსებულ სტამბას ხანძარი გუშინ გაუჩნდა.

banner
წინა სტატიაში“საგარეჯოს არჩევნების საქმეზე დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა” -პროკურატურის განცხადება
შემდეგი სტატიამიხეილ მაჭავარიანი – “ნაციონალური მოძრაობა” ახალ, გამოცდილ ადამიანებს ეძებს