„თბილსერვის ჯგუფმა“ გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარე ფერდობები და გამწვანებული ტერიტორიები დაასუფთავა

ჩუღურეთის რაიონში, მოსახლეობის მიერ დანაგვიანებული ფერდობებისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა.

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარე ფერდობები და გამწვანებული ტერიტორიები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდა და სრულად მოაწესრიგა.

ადგილზე „თბილსერვის ჯგუფის“ 25 თანამშრომელი მუშაობდა. ასევე, მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა.

„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ნარჩენების დაყრისგან თავი შეიკავონ და ის ნაგავშემკრებ კონტეინერებში განათავსონ.

banner
წინა სტატიაშიხატია დეკანოიძე : საარჩევნო კოდექსში ცვლილებების დროს ეუთო/ოდირის დასკვნის დიდი ნაწილი საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიზიარა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიამ ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი მონაკვეთი გახსნა