„თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, „თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

კომპანიამ თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე და გარეუბნებში ტექნიკური მარილის დაყრა დილიდან დაიწყო.

„თბილსერვისის“ დირექტორის ლევან ჯღარკავას ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველა გზა გაწმენდილია და სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

„ბოლო წლების მანძილზე დღეს განსაკუთრებით უხვი ნალექი მოვიდა. თოვა დილის 07:00 საათიდან დაიწყო. ძირითადად თოვდა და ახლაც თოვს შემოერთებულ ტერიტორიებზე, კოჯორი-წყნეთში, ასევე ნუცუბიძის ზემო ფერდობზე, ზემო ვერაზე და ა.შ. ამ დროისთვის შეზღუდვები არ არსებობს. ყველა გზა გაწმენდილია. შიდა გზების გაწმენიდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დღევანდელი პროგონოზით, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობა მოგვიწევს“, – აღნიშნა „თბილსერვისის“ დირექტორმა.

“თბილსერვის ჯგუფი” დედაქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდებს, რომ გადაადგილების შეფერხების შემთხვევაში, დარეკონ ცხელ ხაზზე: 2 619 050

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნალექი და დაბალი ტემპერატურა პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება.

banner
წინა სტატიაშიეს ადამიანები თვეების განმავლობაში ისხდნენ ციხეში, რაც არის ძალიან სამარცხვინო ფაქტი – ანა ნაცვლიშვილი კაბელების საქმეზე
შემდეგი სტატიადრანდის ციხეში მყოფ გიორგი ლუკავას ოჯახი ვარაუდობს, რომ პატიმარი მოკლულია