„თბილსერვის ჯგუფი“ მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

„თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვლისგან გზის გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინარეობს. საჭიროების შემთხვევაში, გზის გაწმენდის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება“, – აცხადებენ „თბილსერვის ჯგუფში“.

„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და აღნიშნულ ტერიტორიაზე ზაფხულის საბურავებიანი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

banner
წინა სტატიაშიმურუსიძე არ ყოფილა გირგვლიანის საქმის მთავარი დამნაშავე
შემდეგი სტატიალევან მურუსიძე – სასამართლო სისტემაში ჩემი როლი არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან მაქვს დიდი ავტორიტეტი