თბილისში,ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა და ორ მამაკაცს დაეცა

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატი და ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

აუდიტის სამსახურმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014 – 2017 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსის რეაბილიტაციაზე ხარჯთაღრიცხვა 1 116 300 ლარით გაიზარდა, რამაც “საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური და არაეკონომიური ხარჯვის რისკი” შექმნა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად შეირჩა პროექტირება-მშენებლობის – ე.წ. Design-Build (DB) მეთოდი და შესყიდვის სავარაუდო ღირებულებამ შეადგინა 5,829.9 ათასი ლარი.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ და სატენდერო წინადადების უმცირესი ფასის წარმომდგენმა გაიმარჯვა – შპს “დიკა 2010”, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება ღირებულებით – 5 192 000 ლარი.
“სამშენებლო პროექტების განხორციელების DB მეთოდის ერთ-ერთ უარყოფით მხარეს წარმოადგენს შესყიდვის საშუალებად ტენდერის გამოყენების სირთულე (გარდა ტიპური პროექტების განხორციელების შემთხვევებისა). იმის გამო, რომ აღნიშნული მეთოდი გულისხმობს საპროექტო მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების ერთი კონტრაქტორისგან შესყიდვას, ტენდერის გამოცხადების ეტაპზე არ არსებობს დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია (ხარჯთაღრიცხვა), რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის სწორად განფასდეს შესასრულებელი სამუშაოები და შედეგად, ადეკვატურად განისაზღვროს შესყიდვის სავარაუდო ღირებულება.

ასეთ შემთხვევაში ტენდერებში ფასების კლებაც მხოლოდ გარკვეულ ფარგლებში შეიძლება დაფიქსირდეს და მაღალი რისკი არსებობს იმისა, რომ რეალურ საბაზრო ღირებულებამდე ვერ ჩამოვიდეს (რადგან თვით პრეტენდენტებსაც არ აქვთ ზუსტი წარმოდგენა ფასის ადეკვატურობაზე და დაზღვევის მიზნით შესაძლოა მაღალ ფასებზე შეაჩერონ შეთავაზება),” – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნავენ, რომ თსუ-ის II კორპუსის ტექნიკურ მდგომარეობაზე დასკვნის ღირებულების გაანგარიშების დროს არ გაითვალისწინეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტარიფები, ხოლო ნებართვების ღირებულების, რომელიც აუდიტის ინფორმაციით ასევე გაზრდილია, დადგენას არ ესაჭიროებოდა ბაზრის კვლევა, რადგან ის მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაიცემა და მისი ფასები ფიქსირებულია.

ხარჯთაღრიცხვაში ზემოთაღნიშნული 1 116 300 ლარიდან 225 800 ლარი მომსახურეობის ნაწილზე, ხოლო 890 500 ლარზე მეტი სამუშაოების ნაწილზე გაიზარდა.

banner
წინა სტატიაშიძლიერი ქარი თბილისში – დოლიძის ქუჩაზე ორ მამაკაცს ხე დაეცა
შემდეგი სტატიაეკა კვიტაშვილი: „ნაცები ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სპორტს იყენებდნენ მხოლოდ როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს“