თბილისში, ზესტაფონსა და ვანში არალეგალური სასაკლაოებია გამოვლენილი

თბილისში, ზესტაფონსა და ვანში არალეგალური სასაკლაოებია გამოვლენილი – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შინდისში, მიხეილ ჯავახიშვილის I შესახვევში არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ფიზიკური პირის კუთვნილი ობიექტი ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე; არაგეგმური ინსპექტირებისას გამოვლინდა ასევე ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევა; 200 კგ საქონლის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე, რომელიც დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

⚖️ ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობა რეგისტრაციამდე, აღიარებამდე და კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

🔎 კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ასევე ზესტაფონში, რუსთაველის 86-ში და ვანში, თავისუფლების 4-ში მდებარე არალეგალურ სასაკლაოებში. სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დაფიქსირდა საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე, საეჭვო წარმომავლობის ხორცი, რის გამოც ობიექტები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

📊 სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა სასაკლაოებში სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. გეგმური ინსპექტირება ტარდება რისკის დონის განსაზღვრის გარეშე, წელიწადში ოთხჯერ; გარდა ამისა, ტარდება არაგეგმური ინსპექტირებაც. მიმდინარე წელს ჩატარებულია 1035 სახელმწიფო კონტროლი, გამოვლინდა 80 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

banner
წინა სტატიაში“ევროკავშირის ლიდერების უპასუხისმგებლო პოლიტიკამ ევროპა ცივილიზაციური უფსკრულის პირას მიიყვანა” – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე სასამართლო პროცესს არ ესწრება