თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე არასრულწლოვანი დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს ჭრილობა ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ის კლინიკაში გადაიყვანეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.