2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

თბილისში უხვმა ნალექმა სხვადასხვა დაზიანება გამოიწვია

 

დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები გამოიწვია. დაზიანებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. წაქცეულია ელექტროგადამცემი ანძები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე. განსაკუთრებით საყურადღებოა მძიმე და სველი თოვლის გამო ხის ტოტების მტვრევის და ხეების წაქცევის ფაქტები. აღნიშნული მიზეზით, განსაკუთრებით სახიფათოა ხეების ქვეშ გადაადგილება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ხეების მასიური წაქცევის შემთხვევებს, რამაც დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, გარე განათების ბოძები, ავტომანქანები, ჩახერგა გზები. სხვადასხვა მისამართზე გაწყვეტილია ინტერნეტების სადენები, რის აღსადგენადაც პროვაიდერი კომპანიები აქტიურად მუშაოებენ.

ინფორმაციის მიღებისთანავე ხდება მყისიერი რეაგირება, თბილისის „ეკოსერვის ჯგუფი“ და რაიონების გამგეობების ბრიგადები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში, რათა გზები გაიწმინდოს და პრობლემები აღმოიფხრას.

banner
წინა სტატიაშიისრაელმა ირანზე შეტევა დაიწყო – თეირანში აფეთქებების ხმა ისმოდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ახლა ვინც “იმედში” რჩება, კრიმინალის თანამონაწილე ხდება