თბილისში ტურისტი ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის კაცი დააკავეს – ინფორმაცია “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ფაქტს, რამდენიმე ხნის წინ ჰქონდა ადგილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 137-ე და 178-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობასა და ძარცვას გულისხმობს. გამოძიებასთან დაკავშირებული სხვა დეტალები უცნობია.