თბილისში წყალი 2018 წლის 1-ლი იანვრიდან გაძვირდება

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, თბილისში წყლის ტარიფი იზრდება. გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის გადასახადი 1 მ3-ზე დაახლოებით 6 თეთრით, ხოლო გაუმრიცხველიანებლებისთვის ერთ სულზე დაახლოებით 75 თეთრით იზრდება.

რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო სექტორს, ამ შემთხვევაში წყლის ტარიფი დაახლოებით ორი თეთრით მცირდება.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილების თანახმად, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი 1მ3 – 0.329 ლარი იქნება, უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) კი ერთ სულზე 3.89 ლარი. რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო სექტორს (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1მ3-ის ღირებულება 4.40 ლარი იქნება.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დღეს მოქმედი ტარიფები ასე გამოიყურება: მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის 1მ3 – 0.266 ლარი, უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) 1 სულზე – 3.147 ლარი, ხოლო არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1მ3 – 4.418 ლარი.

ახალი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ლი იანვრიდან შევა და 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე – უკვე დასტურდება, რომ ტერორისტული მოქმედებები დაგეგმარების პროცესში აღიკვეთა
შემდეგი სტატიაიუსტიციის სახლთან ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა მემორიალის აღების მოთხოვნით აქცია გაიმართა