თბილისში ტრანზიტული მოძრაობისთვის ჯარიმა 500 ლარამდე უნდა გაიზარდოს – კალაძე

თბილისში ტრანზიტული მოძრაობა აკრძალულია, თუმცა მცირე ჯარიმის გამო ამ წესს თამამად არღვევენ- აცხადებს თბილისის მერი. როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ჯარიმა 20 ლარია და ის 500 ლარამდე უნდა გაიზარდოს.
“ჯარიმების გაზრდა ჩადებულია საკანონმდებლო პაკეტში, რომელიც პარლამენტს წარედგინება. კიდევ ერთი სიახლეა ტაქსების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. ამჟამად ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე, რომ მუნიციპალიტეტმა გასცეს ტაქსის სერვისის ნებართვა ეს იქნება სავალდებულო”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშინაციონალური მოძრაობის წევრებს მერიაში მთავრობის სხდომაზე არ უშვებენ
შემდეგი სტატიათბილისში ტაქსების რეგისტრაცია და ნებართვის აღება სავალდებულო იქნება – კალაძე