თბილისში ტრანსგენდერი ქალი ცემეს

თბილისში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით თამარ მეფის გამზირზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაზარალებულმა საავადმყოფო უკვე დატოვა. როგორც ის აცხადებს, ორი უცნობი მამაკაცი თავს იმის გამო დაესხა, რომ ტრანსგენდერია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულზე მოკვლევა უკვე დაწყებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა გიორგი კანდელაკს ლექსით მიმართა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ დაწყებული გამოძიების პროცესში ვერ და არ ჩავერევით