თბილისში ტერაბანკის ბანკომატის გაქურდვა სცადეს

თბილისში, ვირსალაძის ქუჩაზე მდებარე ტერაბანკის ბანკომატის გაქურდვა სცადეს. ერთ-ერთი ფილიალთან პირი, სავარაუდოდ, აპარატის გატეხვას ცდილობდა, რა დროსაც შენიშნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ ქურდობის მცდელობაში მონაწილე პირი მხილებულია, თუმცა ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიჰქონდა მცდელობა პატრიარქზეც მოეპოვებინა კომპრომატები – ელდარ გოგოლაძე ივანიშვილზე
შემდეგი სტატიანათია თურნავამ ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის – „ტურიზმი“ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა