15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

თბილისში ტექნიკის მაღაზიის ქურდობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში მდებარე ტექნიკის მაღაზიიდან უკანონოდ დაეუფლა ძვირადღირებულ კომპიუტერულ ტექნიკას და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.

სამართალდამცველებმა ის ცხელ კვალზე დააკავეს, ნაქურდალი ნივთი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მარატ კამბოლოვი ლიდერობს
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს