12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

თბილისში ტაქსის მძღოლს თავს დაესხნენ და ფული გასტაცეს — დაკავებულია არასრულწლოვანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს, ხოლო კიდევ ერთი არასრულწლოვანი ამხილეს.  

“სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნები, ცივი იარაღით თბილისში თავს დაესხნენ ტაქსის მძღოლს, რომელსაც სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით დააკავა, ხოლო მეორე არასრულწლოვნის მიმართ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები ტარდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშირუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს, დაიღუპა 4 ადამიანი
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე