თბილისში ტაქსების პარკირების ადგილების დახაზვა დაიწყო

თბილისში ტაქსების პარკირების ადგილების დახაზვა დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ყვითელ ფერში მონიშვნები გაკეთდა რუსთაველის გამზირზე, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“; ქავთარაძის ქ. N44-თან; ვაჟა ფშაველას გამზირის N41 და N71-თან; ყაზბეგის გამზირის N12-თან; იონა ვაკელის ქუჩაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ; წინანდლის ქუჩაზე, პირველი კლინიკური საავადმყოფოს მიმდებარედ; პაიჭაძისა და მიქელაძის ქუჩების გადაკვეთაზე და ლუბლიანას ქ. N21ა-სთან.

თბილისის მერიამ ტაქსების უფასო პარკირებისთვის, დედაქალაქის მასშტაბით, 274 ადგილზე გათვლილი 86 ადგილი შეარჩია. მათი განლაგების სქემის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე http://maps.tbilisi.gov.ge.

მერიის ცნობით, პარკირების ადგილებზე განთავსდება საგზაო ნიშნებიც ქართული და ლათინური წარწერებით. „თბილისის პარკინგი“ გამოყოფილ ყველა წერტილში დახაზვის პროცესს უახლოეს ხანებში დაასრულებს.

 

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი-ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არსებული მდგომარეობა ბენეფიციარებს ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს
შემდეგი სტატიასასამართლომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი მალხაზ კობაური წინასწარ პატიმრობაში დატოვა