თბილისში სპეცოპერაციის შედეგად სამი პირი დააკავეს

სპეცოპერაცია თბილისში- ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, N39-ში სამი პირი დააკავეს. დაკავების დეტალებზე არავინ საუბრობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაკავებული სამი ახალგაზრდა მამაკაცი ერთ-ერთ დაქირავებულ ბინაში ცხოვრობდა. სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე გუშინ გვიან ღამემდე მუშაობდნენ.
ადგილობრივების განცხადებით, მათ დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში მომხდარის დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.უწყებაში აცხადებენ, რომ ინფორმაციას დღის განმავლობაში გაავრცელებენ .

banner
წინა სტატიაშიიარაღის და ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვა-დაკავებულია სამი პირი
შემდეგი სტატია„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი თანამდებობას ტოვებს