10.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

თბილისში, სკოლაში არასრულწლოვნებზე ძალადობისა და სკოლებზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით 14 წლის მოზარდები დააკავეს

Close-up of the blue and red lights on top of a police vehicle

თბილისში, სკოლაში არასრულწლოვნებზე ძალადობისა და სკოლებზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით 14 წლის მოზარდები დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან. ინფორმაციას “სანდო წყარო” ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით ისინი ერთმანეთს ვიდეოზარით ეკონტაქტებოდნენ, ასევე კომუნიკაცია ჰქონდათ „ტელეგრამისა“ და „ტიკ-ტოკის“ არხების მეშვეობით.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის მამამ „სანდო წყაროს“ განუცხადა, ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ტაბელური იარაღი, ტყვიები, წიწაკის სპრეი, ხელთათმანები, ჩაფხუტი და დანა ამოიღეს. მისივე თქმით, მოზარდები ერთმანეთში 2011 წელს ოსლოში მომხდარ ტერორისტულ აქტზე საუბრობდნენ და ასევე განიხილავდნენ რეალურ მოვლენებზე გადაღებულ მხატვრულ ფილმებს, რომლებშიც ძალადობრივი ქმედებები იყო ასახული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორივე პირი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მომზადების ბრალდებით დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-225-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: Starlink-ისა და Starshield-ის ოპერირება შეზღუდვებამდე არსებულ სიჩქარეებს დაუბრუნდა
შემდეგი სტატიასაპროტესტო აქციაზე გურიკა დადიანიძის მამიდის გამოჩენას დაპირისპირება მოჰყვა