თბილისში შუახნის მამაკაცი მოკლეს – სპეცოპერაციის ახალი დეტალები

თბილისში, ბერი გაბრიელის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს. როგორც ცნობილია, მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რასაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოჰყვა.

ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს. ადგილზე დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული. ჩატარდა ბრალდებულის აყვანის ოპერაცია. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, ბერი გაბრიელის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპრაციის დროს ერთი ადამიანი დააკავეს. უწყება დამატებით დეტალებს მოოგვიანებით გაავრცელებს.

banner
წინა სტატიაშითამარ სანიკიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციაში მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა მიმდინარეობს