თბილისში შესაძლოა, ქართველი და რუსი ბიზნესმენების შეხვედრა გაიმართოს

ნოემბერში თბილისში შესაძლოა, რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა გაიმართოს. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ეგიდით რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა ხელს შუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გამყარებას.

“2016 წლის სამი კვარტლის შედეგად ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის ზრდამ 17 % შეადგინა. რუსეთი კვლავ რჩება რიგით მეორე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად საქართველოსთვის და მისი ღვინის პროდუქციის რეალიზაციის მთავარ ბაზრად – მიმდინარე წელს რუსეთში ქართული ღვინის მიწოდება 36 %-ით გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ ნოემბერში თბილისში, ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ეგიდით დაგეგმილი რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა ხელს შუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გამყარებას. მხარეებმა აღნიშნეს რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო და საავტომობილო გადაზიდვების ზრდის გაგრძელება. მგზავრთა ნაკადის ორმხრივმა ბრუნვამ მიმდინარე წელს 400 ათასს ადამიანს გადააჭარბა. ამ ფონზე წარმატებით ვითარდება ორი ქვეყნის სატრანპოსრტო ხელისუფლებების პრაქტიკული ურთიერთობა”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ნორმანდიული ოთხეულის” მონაწილე მხარეების კომენტარები შეხვედრაზე
შემდეგი სტატიაშსს-მ ნარკორეალიზატორები დააკავა